საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი

16 დეკემბერი 2020, 10:59 1018 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  3 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 PCR ტესტით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, გარდაიცვალა 39.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა - 280, იმერეთი - 533, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158, საიდანაც, 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმეა 1 103-ის მდგომარეობა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში