ქობულეთში, მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს

15 დეკემბერი 2020, 18:43 11995 ნახვა

ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 წლამდე მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს.

დაშავებული ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ქობულეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ავთანდილ მიქელაიშვილის განცხადებით, დაშავებული კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას, საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. აქვე იმყოფება, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი