ენმ-მ უსკოს სიების განულების მოთხოვნით მიმართა

15 დეკემბერი 2020, 18:03 1882 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშია“- ბლოკმა უმაღლეს საარჩევნო კომისიას სიის განულების მოთხოვნით მიმართა. საუბარია პარტიულის სიაზე  8 -დან 29 - ის ჩათვლით. უსკომ განაცხადი 3 დღეში უნდა დააკმაყოფილოს.

თუმცა თუ ბრძანებას არ გამოსცემს უსკოს თავმჯდომარე, კანონის თანახმად 3 დღის შემდეგ სიები ავტომატურად განულებულად ჩაითვლება. ამის შემდეგ კი მანდატების მფლობელ 7 ოპოზიციონერ დეპუტატს საშუალება ექნება ინდივიდუალურად მიმართონ უმაღლეს საბჭოს და მანდატებზე ოფიციალურად თქვან უარი.

შეგახსენებთ,  მანდატებზე უარის თქმის მოტივი, როგორც თავად განმარტავენ, გაყალბებული არჩევნები და მისი შედეგებია. დღესვე ცესკო-ს თავმჯდომარემ 5 ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეთა მიმართვის საფუძველზე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გააუქმა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში