''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, 16:00 საათიდან 23:00 საათამდე მახინჯაურის და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ. მიზეზი ავარიული დაზიანებაა.
წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.