ირაკლი კობახიძის ბრალდებები "სამართლიან არჩევნებს"

14 დეკემბერი 2020, 12:03 958 ნახვა

წამყვანი"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი სამართლიანი არჩევნებისგან მოითხოვს უმოკლეს ვადებში წარადგინოს იმ საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, რომელშიც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, რომ ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისთვის რეპუტაციული ზიანი აერიდებინა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციამ მათ ამ მიდგომას არასათანადო პასუხი გასცა. ქართული ოცნების ლიდერის თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განცხადებაში შეიტანა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წინასწარი მონაცემებით, ქართულ ოცნებას  4-ით ნაკლები მანდატი ერგებოდა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი