აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია 15 საათზე საინფორმაციო სახის აქციას გამართავს. მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარების, ცესკოს და უსკოს ადმინისტრაციის შეცვლისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ უცვლელია.
ოპოზიცია უარს ამბობს აჭარის უმაღლეს საბჭოს მანდატებზე. პროტესტთან ერთად პირველივე სხდომაზე ის დეპუტატები რომლებმაც მანდატი მოიპოვეს სიების განულების შესახებ გააკეთებენ განაცხადს, რის შემდეგაც მანდატების შეწყვეტის შესახებაც მიმართავენ უსკოს. პროტესტი აჭარის მთავრობის სახლთან 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.