„კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება“ - სახალხო დამცველი მთავარ გამოწვევად კოვიდ-19-ს და მის შედეგებთან გამკლავებას ასახელებს.
საქართევლოში ბოლო დღეებია ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია და ქვეყანა ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში პირველია, თუმცა ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ სისტემამ მაღალ დატვირთვას გაუძლო.