სატვირთო მანქანების მძღოლები თურქეთის საკონსულოს მიმართავენ, რომ დაინტერესდეს თურქეთის საბაჟოზე არსებული სიტუაციით. მძღოლები მეზობელ ქვეყანაში გადასვლას 4 დღეა უშედეგოდ ცდილობენ. მძღოლებმა დღეს აქციაც გამართეს და პრობლემის მოგვარება თურქეთის საკონსულოს სთხოვეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. თურქეთის გენერალური საკონსულოსთან დაკავშირება ამ ეტაპზე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ვერ მოახერხა. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, მათთან შეხვედრა ვერც საკონსულოში მოვახერხეთ.