გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასება

09 დეკემბერი 2020, 20:01 822 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტი ქეთი მელიქაძე კოვიდ პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ბავშვების დახმარებას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს. მითუმეტეს მაშინ როცა საქართველოში  ბავშვები ყველაზე ღარიბ ფენად ითვლება. მისი თქმით,  სოციალური დახმარებები, რომელიც მთავრობას და მუნიციპალიტეტებს აქვთ, მათ შორის ბათუმის მერიას მოზარდებს განვითარების პოტენციალის გამოვლენასა და პანდემიით გამოწვეული რისკების შემსუბუქებაში დაეხმარება.

რამდენიმე დღის წინ იუნისეფმა და ბათუმის მერიამ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანიც ბათუმის ბავშვებზე მორგებულ ქალაქად გადაქცევაა. რაც გულისხმობს იმას რომ ბათუმის მერიამ ბავშვების საჭიროებები უნდა შეისწავლოს და მოზარდებს მოარგოს ქალაქის ინფრასტრუქტურა და მუნიციპალური პროგრამები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში