აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას თეთრ სახლში მისვლიდან პირველ 100 დღეში, „კოვიდ-19“-ის 100 მილიონი დოზა ვაქცინას ჰპირდება. „ჩემი პირველი 100 დღე არ დაასრულებს „კოვიდ-19“-ის ვირუსს, ამას ვერ დაგპირდებით, თუმცა ამაში სწრაფად არ აღმოვჩენილვართ და ვერც მისგან დავაღწევთ თავს მალე“, -განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია უკვე განიხილავს ფაიზერ/ბიოენტეკის ვაქცინას და სავარაუდოდ, ავტორიზაციას ხუთშაბათისთვის გასცემს. პირველი ვაქცინაცია კი, მომდევნო კვირიდან დაიწყება. დღეისთვის აშშ-ში 15 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 285 ათასზე მეტი გარდაცვლილია.