დღეს ''ლანჩხუთი'' ჩემპიონთა ლიგაზე შვედურ "როსენგარდს" დაუპირისპირდება

09 დეკემბერი 2020, 10:09 1380 ნახვა

დღეს, ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი", ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ბადის პირველ შეხვედრას გამართავს. "ლანჩხუთის" მეტოქე შვედური "როსენგარდი" იქნება.

მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ესტონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი უკვე შვედეთში 16 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ "ლანჩხუთმა" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლით შეხვედრაში, დამატებით დროში 2-1 ყაზახური "ოკჟეტეპსი" დაამარცხა, ხოლო შემდეგ, გასვლაზე რუმინულ ‘’ოლიმპია კლუჟს’’ 1-0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გულშემატკივარს, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, კლუბის ოფიცალურ "ფეისბუქ" გვერდზე შეეძლება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი