საქართველოს თავდაცვის ძალების მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა. ისინი ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე მისიას აშშ-ს სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ.
მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა.
აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.