შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

07 დეკემბერი 2020, 14:47 832 ნახვა

„ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ფართო გაგებაზე დამყარებული გადაწყვეტილების პოვნას, თუმცა არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამაზე თავდაჯერებით ვისაუბრო“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ.  კარლ ჰარცელი, როგორც მოლაპარაკების ერთ-ერთი ფასილიტატორი აცხადებს, წინ რთული პროცესია, მაგრამ, მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომელიც ფართო გაგებაზე იქნება დამყარებული. მოლაპარაკებაზე შესვლამდე ოპოზიციურმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ 4 პუნქტიანი დოკუმენტის საპასუხოდ, რომელიც გაუგზავნეს მმართველ გუნდს ელჩების დახმარებით, კონკრეტული წინადადებები ქართული ოცნებისგან უკვე მიიღეს, თუმცა როგორია ქართული ოცნების პასუხი, ამაზე არ უსაუბრიათ. ცნობილია. რომ ოპოზიციამ წერილობით ოთხ პუნქტიანი გეგმით მიმართა ხელისუფლებას, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს, ასევე პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ან პლებისციტის შემდეგ ახალი არჩევნების დანიშვნას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში