კენედის სახელობის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისი დააკავეს

07 დეკემბერი 2020, 11:40 1571 ნახვა

ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში მოსკოვიდან ჩაფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი რამდენიმე საათით დააყოვნეს. განხორციელდა მოსკოვი ნიუ-იორკის რეისის 250-მდე მგზავრის ევაკუაცია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო საფრთხის გამო ძაღლების დახმარებით ყველა მგზავრი და ბარგი შეამოწმეს. მგზავრებს ნიუ-იორკში ჩაფრენიდან სამი საათის განმავლობაში აეროპორტის დატოვების უფლება არ ჰქონდათ. კენედის აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტის" ინფორმაციით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი