თურქეთში საქართველოს მოქალაქემ 2 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა - თურქული მედია

26 აგვისტო 2022, 19:39 1074 ნახვა

თურქეთში ართვინის პროვინციაში მდებარე არჰავის რაიონში საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა მეუღლე და კიდევ ერთი მამაკაცი მოკლა, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ ის ქვეყნის დატოვებას შეეცადა, თუმცა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იმის შიშით, რომ პოლიცია დააკავებდა, თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ხოფის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც თურქული მედია წერს, საქართველოს სამივე მოქალაქე თურქეთში ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ იყო წასული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში