მოლაპარაკებების მესამე რაუნდი

07 დეკემბერი 2020, 11:34 834 ნახვა

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი განახლდა. ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორ ელჩებთან ერთად შეხვედრა თითქმის ორი საათია მიმდინარეობს. სავარაუდოდ დღეს გაირკვევა ვინ რა კომპრომისზე წავა და აქვს თუ არა დაწყებულ დიალოგს პერსპექტივა. შესვლამდე ოპოზიციურმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ 4 პუნქტიანი დოკუმენტის საპასუხოდ, რომელიც გაუგზავნეს მმართველ გუნდს ელჩების დახმარებით, კონკრეტული წინადადებები ქართული ოცნებისგან უკვე მიიღეს, თუმცა როგორია ქართული ოცნების პასუხი, ამაზე არ უსაუბრიათ. ცნობილია. რომ ოპოზიციამ წერილობით ოთხ პუნქტიანი გეგმით მიმართა ხელისუფლებას, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს, ასევე პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ან პლებისციტის შემდეგ ახალი არჩევნების დანიშვნას. ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილებას სრულად პროპორციულზე გადასვლას და ცესკოს რეფორმებს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში