ბათუმში ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აგრონომები და გამწვანების სპეციალისტები 20 ათასამდე ხე-მცენარეების გასხვლა - ფორმირებას, შეკვრას და პატარა მცენარეების ბამბუკის ჭიგოებზე გამაგრების სამუშაოებს ასრულებენ.
პარალელურად,მიმდინარეობს ბამბუკის ჭიგოების დამზადება უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში ხეების დასაფერთხად.