ევრობასკეტი 2022 – ფინალური ეტაპის მონაწილეები ცნობილია

04 დეკემბერი 2020, 11:48 163 ნახვა

ევრობასკეტი 2022 -ზე მონაწილე ფინალური ეტაპის თერთმეტი ნაკრების ვინაობა ცნობილია. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხ ქვეყანაში გაიმართება მათ შორის  საქართველოში.  ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთში ორი მატჩი გამართა, სადაც მასპინძლები და შვეიცარიელები დაამარცხა. შესარჩევი ეტაპის მატჩები 7 ჯგუფში შედგა და რამდენიმე გუნდმა ფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა. სულ ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი იასპარეზებს. ევრობასკეტის საგზურის მფლობელი კიდევ 13 გუნდის ვინაობა  თებერვალში გაირკვევა. ილიას ზუროსის შეგირდების მეტოქეები სერბეთი და ფინეთი იქნებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში