აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია და ბუშტებით პერფომანსები გრძელდება

04 დეკემბერი 2020, 11:43 1048 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია პერფორმანსები  გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს ტრადიციულად ფერად ბუშტებს გაუშვებენ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები  უმაღლესი საარჩევნო კომისიასთან მისვლას და მეორე ტურის შემაჯამებელი სხდომის გააპროტესტებას  აპირებენ.  აჭარის მთავრობის შენობის წინ დღეს დაგეგმილია  საპნის ბუშტების ფესტივალი და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. რამდენიმე დღის წინ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალერტნატივას“  ხელმძღვანელის ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ.  ის დილით პოლიციის სამმართველოში  გამოკითხეს. რაც შეეხება  ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქტივისტებს, სასამართლომ საქმის განხილვა გუშინ კიდევ ერთხელ  გადადო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი