სოციალური ქსელი Facebook-ის ადმინისტრაცია კორონავირუსის ვაქცინებზე დეზინფორმაციის შემცველ ჩანაწერებს წაშლის.
კომპანიის განცხადებით, ახალი წესების შემოღების საჭიროება ვაქცინების მოახლოებასთან ერთად დადგა, რამაც სოციალურ მედიაში თან მოჰყვა დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცლება გამოიწვია.
„მაგალითად, წავშლით ისეთ ყალბ ცნობებს,რომელიც შეიძლება შეიცავდეს დეზინფორმაციას ვაქცინების უსაფრთხოების, ეფექტურობის ან გვერდითი მოვლენების შესახებ. ასევე წავშლით დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ COVID-19-ის ვაქცინები მიკროჩიპებს ან რაღაც ისეთს შეიცავს, რაც შემადგენლობის ოფიციალურ სიაში არ არის მოხსენიებული“, — წერს ფეისბუქი განცხადებაში. - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.
მარტიდან ოქტომბრამდე, ფეისბუქმა და ინსტაგრამმა COVID-19-თან დაკავშირებული 12 მილიონი დეზინფორმაციული პოსტი წაშალეს.