თურქეთში დაწესებული შეზღუდვები ტურისტებზე არ ვრცელდება

03 დეკემბერი 2020, 18:01 1310 ნახვა

კომენდანტის საათი, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო დააწესა, არ გავრცელდება უცხოელ ტურისტებზე. ქვეყანაში  ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გამკაცრება არ იგეგმება - ამის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეტ ერსოიმ განაცხადა.

ორშაბათს პრეზიდენტმა ერდოღანმა ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა.  აბანოებმა, საცურაო აუზებმა, საუნებმა, სპორტდარბაზებმა  მუშაობა  სამშაბათიდან  შეაჩერეს. სავაჭრო ცენტრებში დასაშვებია  ადამიანების გარკვეულ რაოდენობა და ისიც მხოლოდ ციფრული კოდით. 

კომენდანტის საათი სამუშაო დღეებში  საღამოს 21 -დან დილის 5 საათამდე, ასევე პარასკევს საღამოს 21 -დან ორშაბათ დილის 5 საათამდე მოქმედებს. ქვეყანაში დაიკეტა კაფე-რესტორნებიც. ისინი სახლში მიტანის მომსახურებაზე გადავიდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი