ოპოზიციის პროტესტი მოლდოვაში

03 დეკემბერი 2020, 17:01 1530 ნახვა

მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ კიშინიოვის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინაშე გამოვიდა. მან ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მთავრობის გადადგომა მოითხოვა.  მანამდე სანდუმ  მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულა. 

საბაბი დოდონის მხარდამჭერი სოციალისტების პარტიის მიერ პარლამენტში ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის პრეზიდენტიდან პარლამენტის  დაქვემდებარებაში  გადასვლის შესახებ კანონპროექტის წარდგენა გახდა.  

სანდუმ მხარდამჭერებს  დემოკრატიისა და დისტანციის დაცვისკენ, ასევე    სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების შემცირების წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი