აქცია Dreamland Oasis-ის წინააღმდეგ

24 აპრილი 2016, 00:00 3868 ნახვა

აქცია დრიმლენდ ოაზისის წინააღმდეგ - დაბა ჩაქვის მოსახლეობის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კომპანიამ სანაპირო ზოლზე გალავანი გაავლო, მიმდებარე ტერორიტიაზე გადაადგილება და დასვენება ეკრძალებათ. ადგილობრივების თქმით, ამის გამო ისინი ტურისტულ სეზონზე დამსვენებლების მიღებასაც ვერ შეძლებენ. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. აქციაზე თავისუფალი დემოკრატების წევრები და ქობულეთის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელიც იმყოფებოდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, შესაბამისად იქ მიმდინარე სამუშაოები უკანონოა. ქობულეთის საკრებულომ 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე უნდა იმსჯელოს. მთავრობა კი ტერიტორიის 20 წლიანი იჯარით "დრიმლენდ ოაზისისთვის" გადაცემას აპირებს. კომპანიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე კვების ობიექტები, დასასვენებელი ზონა და სასეირნო ბილიკები უნდა მოაწყოს. სასტუმრო ოაზისის მენეჯერი აცხადებს, რომ სამუშაოები კანონიერია. სანაპირო ზოლზე გადაადგილება კი არ იზღუდება.

ამავე კატეგორიაში