უმაღლესი საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო ოქმებს ხვალ გამოაცხადებს. ცნობილია, რომ უსკოს თორნიკე რიჟვაძემ, ჯაბა ფუტკარაძემ და თინათინ ზოიძემ ქართული ოცნების პარტიული სიიდან მათი მოხსნის შესახებ მიმართეს. სავარაუდოდ ისინი კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებენ. მათ ადგილებს კი გენდერული კვოტის დაცვით სიაში მყოფი მომდევნო სამი წევრი დაიკავებს. უსკოს ინფორმაციით, ოპოზიციის წევრებს მანდატის შეჩერების მოთხოვნით არ მიუმართავთ.