2021 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული - გიორგი გახარია 

03 დეკემბერი 2020, 11:12 1073 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავარი ფინანსური დოკუმენტი იქნება დაბალანსებული. მიზანი კი არის პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარება.

პრემიერის განმარტებით, მიზნობრივი მხარდაჭერისთვის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540  მილიონი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის  430 მილიონი ლარი. 

''პარლამენტში წარვადგინეთ 2021 ბიუჯეტი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ეს ფინანსური დოკუმენტი განსაზღვრავს იმას, როგორ იქნება ერთი წლის შემდეგ ქვეყანა. ბიუჯეტი არის დაბალანსებული, მიზანი გახლავთ პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარება, ასევე დახმარება ბიზნესისთვის და ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ. 

ბიუჯეტი ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ გამოვაცხადეთ მოსახლეობის და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ტალღა, რომელიც ძირითადი მილიარდ 420 მილიონი.

ამ ციფრების ძირითადი მიმართულება გახლავთ ჯანდაცვის მხარდაჭერა, მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მილიონი ლარით, რომლის ძირითადი მიმართულება გახლავთ კოვიდის მკურნალობა,  ტესტები, ვაქცინაცია და მომზადება. ასევე ვირუსის გავრცელების პრევენცია'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში