აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირება მოხდა

01 დეკემბერი 2020, 21:12 1326 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლებს უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მათი მისამართით პროვოკაციულ შეძახილებს აკეთებდნენ.

"პროვოკატორები მოვიდნენ, იგინებოდნენ აქციის მონაწილეების მიმართ. სცადეს პროვოკაცია. პოლიციას მოვუწოდეთ ჩვენ, რომ დაეკავებინათ, მაგრამ პოლიცია არ აკავებს არცერთ პროვოკატორს. დღეს ვნახეთ, რომ ჰელიუმის ბუშტების გამო ადამიანები დააკავეს. ოთხი ადამიანი მთელი დღე გადაყვანილი ჰყავდათ სამმართველოში და სასამართლოს წინაშე წარადგინეს.

სამართლებრივი თვალსაზრისით თუ შევაფასებთ. ახლა რაც მოხდა არის ხულიგნობა, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა, მაგრამ პოლიცია არ აკავებთ მათ იმიტომ, რომ სუსის შემოგზავნილია", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე.

სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი