რესპუბლიკური საავადმყოფო დამატებით დიალეზის აპარატებს და ჟანგბადის დანადგარებს მიიღებს

01 დეკემბერი 2020, 15:00 168 ნახვა

გართულებულ ეპიდ ვითარებასა და განსაკუთრებული მობილიზების საჭიროებაზე გაკეთდა განცხადება მთავრობის სხდომაზე.  ითქვა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო,  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დამატებით დიალეზის აპარატებს და  ჟანგბადისთვის საჭირო აპარატურას   შეიძენს, რომლებიც ამავე თვეში დამონტაჟდება კლინიკებში.  სხდომაზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოზე, როგორც რეგიონში მძლავრ კოვიდ მიმღებ ცენტრზე ისაუბრეს.  გარდა ამისა ჯანდაცვის სამინისტრომ დავალება მიიღო წლის ბოლომდე სხვადასხვა დონის მედ პერსონალი დამსახურების მიხედვით წაახალისონ, მათ შორის გაიცეს ფინანსური ჯილდოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში