"კოვაიდერი" ახალი პლატფორმა ხალხის სამსახურში

30 ნოემბერი 2020, 16:27 915 ნახვა

რამდენად საშიშია მე-5 და მე-7 დღე კოვიდადებით პაციენტებში, რომელი დღიდან ითვლება პაციენტი კოვიდინფიცირებულად, რამდენი დღე უნდა ვიმყოფებოდეთ იზოლაციაში - ამ და კიდევ სხვა მრავალი შეკითხვით, რომელიც კორონავირუსის მართვას უკავშირდება ახალ პლატფორმას დღეში 1300 დან 1500-მდე დაინტერესებული პირი მიმართავს.

,,კოვაიდერი'' არის ციფრული ასისტენტი რომელიც მონაცემთა ბაზაში ინახავს Covid-19- ის შესახებ ხშირად დასმულ შეკითხვებს. გაძლევთ რეკომენდაციებს და გირჩევთ ვირუსთან გამკლავების გზებს. სისტემა ასევე გვთავაზობს კვალიფიციურ ექიმთან მიმოწერას. 

ახალი პლატფორმა კოვიდინფიცირებული პაციენტების დასახმარებლად მეგობრებმა 4 დღის წინ შექმნეს და მას უკვე 30 000 მომხმარებელი ყავს. 16 000 პირი კი კვალიფიციური რჩევებით სოციალურ ქსელით სარგებლობს.

"ჩვენი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი დაინფიცირდა კოვიდით და როცა მისთვის ხელმიუწვდომელი გახდა ტესტები, ოჯახის ექიმი და სოციალურ ქსელში მიიღო არაკვალიფიციური რჩევები. დავსხედით და ვიფიქრეთ თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ 100 000 ადამიანს, რომელიც ინფიცირებულია და ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ და ამან მოიტანა ,,კოვაიდერი''. დავუკავშირდი ბიძინა კულუმბეკოვს,  მან ექიმების 5 კაციანი გუნდი დააკომპლექტა, ის კითხვები, რომლებიც საზოგადოებას ჰქონდა დავამუშავეთ, ყველაზე პასუხი გავეცით და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შევქმენით პლატფორმა ,,კოვაიდერი'', რომელიც 1 წამის სიზუსტით პასუხობს ყველა კითხვაზე რაც კოვიდს ეხება. თუ პირს აქვს შეკითხვა, რომელიც არ არის კოვიდთან დაკავშირებული ჩვენ ვცდილობთ მათაც დავეხმაროთ ეს უფრო რთულია, თუმცა პროფილურ ექიმებს ვუგზავნით ამ შეკითხვებს და ინდივიდულურად ვცემთ პასუხს მოგვიანებით"-აცხადებს ნინო ზამბახიძე.

 

სტატისტიკამ აჩვენა, რომ 30 000 მომხმარებლიდან მხოლოდ ერთს დასჭირდა სტაციონარში გადაყვანა. რაც პლატფორმის დამფუძნებლის განმარტებით იმაზე მიუთითებს, რომ პაციენტების უმეტესობას, აქვს ვირუსის სუსტი გამოვლენა.

"30 000-დან მხოლოდ ერთს დასჭირდა სტაციონარში გადაყვანა. ერთი რამ უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ ხშრად არის პანიკური შიში, სუნთქვის გაძნელება, რაც გართულების დროს არის, ხშრად პანიკურ შეტევას უკავშირდება და თუ მათ ექნებათ სატურაციის აპარატი ამის მართვა ძალიან მარტივია.

ჩვენ გვსურს დავეხმაროთ სახელმწიფოს, მოსახლეობას, რომ სისტემის გადატვირთვა ავიცილოთ და მოსახლეობას საჭირო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს"- აცხადებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.

covider.ge მალე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი