საქართველოში ვაქცინა სავარაუდოდ მარტში შემოვა - ამირან გამყრელიძე

30 ნოემბერი 2020, 12:56 1222 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ვაქცინა სავარაუდოდ მარტში ან აპრილში შემოვა. მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, პირდაპირი შესყიდვის პროცესში ჩართულია საელჩოებიც.

''საქართველო მუშაობს კოვაქს პლატფორმასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება. 170 ქვეყანაა გაერთიანებული ამ პლატფორმაში და მილიარდობით დოზას შეისყიდის და არა მხოლოდ ერთი კომპანიისას. ჩვენ 4 ნახევარი მილიონი წინასწარი შენატანი გავაკეთეთ და შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. რასაც გვიკარნახებენ ის კი არა, ჩვენ შევარჩევთ. 

ეს იქნება სადღაც, მარტში ან აპრილში, მაგრამ ამავე  დროს საკოორდინაციო საბჭოს დავალებაა და ჩვენც ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზეც. პარასკევს დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა ასტრა ზენეკასთან და ოქსფორდის ვაქცინასთან. 

ასევე, ჩვენი საელჩოების დახმარებით რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვმუშაობთ მწარმოებლებთან, რომ როგორც კი დაიწყება სხვა  ქვეყნებში ვაქცინაცია ასევე შესაძლებელი იყოს შესყიდვა'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი