პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 24 საათში 1177 მოქალაქე დააჯარიმეს - შსს

30 ნოემბერი 2020, 12:11 1250 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინა.

მონიტორინგის შედეგად 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. 

მოქალაქეებს რეგულაციის დარღვევისთვის 20 ლარის გადახდა მოუწევთ. 

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. შსს-ს ცნობით, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

''საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს'' - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი