შეზღუდვები კვების ობიექტებისთვის

27 ნოემბერი 2020, 17:47 1484 ნახვა

ხვალიდან კვების ობიექტები მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისით შეძლებენ. დისტრიბუტორთა და რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ ახალი შეზღუდვების შემდეგ რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ხაზს უსვამენ სარესტორნო ბიზნესს და სასტუმროებს.  მათი განმარტებით, პატარა და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი შეწყვეტს  ბაზარზე ოპერირებას, რადგან ვერ შეძლებენ არსებულ რეალობაში თავის გადარჩენას. მათი ვარაუდით, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება გამოწვეულია იმით,რომ  რეგულაციების დაცვა მკაცრად არ კონტროლდებოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი