ქართული "დოლბანდის" პირბადეები ქსელურ აფთიაქებში შევიდა - ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 14:04 2665 ნახვა

"კარგი ამბით მინდა დავიწყო, დღეიდან ქსელურ აფთიაქებში შესაძლებელი იქნება მრავალჯერადი პირბადეების შეძენა, რომელიც "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში შეიკერა" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, 400 000 პირბადე ქსელში უკვე შევიდა და არაუგვიანეს შაბათს, ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის.  

მინისტრი ამბობს, რომ პირბადეების შეკერვა ერთ ლარზე მეტი უჯდება სამკერვალო ფაბრიკას, თუმცა ხელისუფლება სუბსიდირებას გაუკეთებს მას, რომ მისი ღირებულება 50 თეთრი იყოს და ყველას ჰქონდეს საშუალება შესყიდვის. აფთიაქები ამ პროექტს სოციალურ პროექტად მიიჩნევენ და კომპანიების გადაწყვეტილებით, პირბადეებზე ფასნამატს არ აკეთებენ. 

სავარაუდოდ, პირბადეების შესყიდვა ლიმიტირებული იქნება, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ერთ პირს, რამდენი პირბადის შეძენა შეუძლია. ის მრავალჯერადია და ირეცხება. 

"შეცდომების თავიდან ასაცილებლად დავაზუსტებ, რომ პარალელურად აფთიაქებში გაიყიდება სხვა კომერციული ან იმპორტული პირბადეებიც, რომელიც შეიძლება სხვა ფასის იყო. სუბსიდირებული იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ "დოლბადის" პირბადეები, რომელიც 50 თეთრიანი იქნება და ასევე შეგიძლიათ მოიკითხოთ" - განაცხადა მინისტრმა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი