დასაქმებულებს, რომლებსაც ეზღუდებათ საქმიანობა, 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ - ივანე მაჭავარიანი

26 ნოემბერი 2020, 15:42 2423 ნახვა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ახალი პროტოკოლის მიხედვით ეზღუდებათ საქმიანობა 300  ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

"ის სფეროები, რომლებიც შეიზღუდა, იმ სფეროებში დასაქმებულ ადამიანებზე, მთავრობა აიღებს ვალდებულებას, რომ გასცეს 300 ლარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხის გაცემა მოხდეს წლის ბოლომდე, ამისთვის იურიდიულმა პირებმა, იმ გადასახადის გადამხდელმა პირებმა, დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია ამ ადამიანების შსახებ, იქნება ეს ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანი, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში თუ რესტორანში დასაქმებული ადამიანი.

აუცილებელია ეს ინფორმაცია მოვიდეს ხარისხიანად, დადასტურებულად და ჩვენ რა საკვირველია დავეხმარებით რა ბაზებიც გვაქვს შემოსავლების სამსახურში. დავეხმარებით გადამხდელს, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს მისი მობილიზება და შესაბამისად დროულად მოხდეს ამ თანხის გადახდა" - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი