31 იანვრამდე ზამთრის კურორტები დახურული იქნება

26 ნოემბერი 2020, 15:05 1234 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება.

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია დამატებითი შეზღუდვები შემოდის.

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე სასტუმროების მუშაობაც შეჩერდება. 

''ჩამოთვლილია ის ადგილები, სადაც სასტუმროების მუშაობა იზღუდება, მაგალითად ბაკურიანი, გოდერძი, გუდაური და მესტია. ეს არის ზამთრის კურორტებთან დაკავშირებული. 

ზამთრის კურორტები ჩვენდა სამწუხაროდ მობილობის გენერატორად არის მიჩნეული. იცით, რომ  ეპიდემიის გავრცელების პირველი შემთხვევები სწორედ ალპური ზამთრის კურორტებიდან დაიწყო. 

საბაგიროებიც შესაბამისად გაჩერებული იქნება.''-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი