გადაადგილებაზე შეზღუდვა ერთი საათით გადმოიწევს და 22:00 საათის ნაცვლად 21:00 სთ-დან დაიწყება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.