საქართველოს კლინიკების ასოციაცია: დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები უნდა გაიხსნას

23 ნოემბერი 2020, 14:39 1508 ნახვა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას  მიმართავს  გაიხსნას  100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტლები  შესაბამისი ინვენტარით.  ორგანიზაციის განცხადებას ბიზნეს პრესნიუსი ავრცელებს. რომლის მიხედვითაც, კლინიკების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ  სასიცოცხლოდ აუცილებელია სისტემის დაკომპლექტება მხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალ კვალიფიციური კადრებით, მათ შორის სამხედრო ექიმებით,  მედდებითა და სანიტრებით. ფიქრობენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის გასაუმჯობესებლად  ასევე მნიშვნელოვანია   რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა „ლოკდაუნი“. რეკომენდაციებს შორისაა კვლავ ამოქმედდეს პრინციპი- „დარჩი სახლში“,   შეიზღუდოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საპენსიო ასაკის ადამიანების გადაადგილება და  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაც. სავაჭრო ობიექტებმა კი მუშაობა გააგრძელონ ყველა წესის მკაცრი დაცვით.  სტომატოლოგიურ კლინიკებს კი ურჩევენ, რომ დახმარების გაწევამდე  პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდეს კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი