ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის უკონონო დაკავების მორიგი ფაქტი

22 ნოემბერი 2020, 19:58 1017 ნახვა

სოფელ ზარდიაანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.მისივე თქმით, გრძელდება ინტენსიურ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარიდან საოკუპაციო ძალების  მიერ 20 ნოემბერს გატაცებული 63 წლის მირიან თაზიაშვილის მეუღლემ არ იცის, რა ვითარებაში მოხდა მისი ქმრის დაკავება.ცისანა თაზიაშვილი ამბობს, რომ მას ამ დრომდე ცხინვალის დე ფაქტო მილიციიდან არავინ დაჰკავშირებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი