ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაუმორჩილებლობის გამო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

21 ნოემბერი 2020, 23:26 2311 ნახვა

ბათუმში, N79 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მოძრაობა "ალტერნატივას" რამდენიმე წევრი დააკავეს. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, მათი დაკავების მიზეზი სამართლებრივი გადაცდომა გახდა.

"შეიკრიბა რამდენიმე აქტივისტი,ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები და ვიცავთ საყოველთაო წესრიგს. აქციის მონაწილეებს არაერთხელ მიეცათ რეკომენდაცია დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დისტანცია, არაერთი მოთხოვნისა და გაფრთხილებისა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და მოგვიხდა მათი დაკავება'' - აცხადებს კონსტანტინე ანანიაშვილი.

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები შეიკრიბენ და ე.წ. ,,სირცხვილის კორიდორი'' მოაწყვეს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი