მოძრაობა ალტერნატივაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ სატელეფონო საუბრებს ისმენს, მათი თქმით მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რა დროსაც ბათუმში მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ბიულეტენს დააწერეს ფრაზა „ნუ მაიძულებ“ ხოლო შემდეგ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე მათი სახელები გააჟღერა და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციებს ეწევა, რის შესახებაც ინფორმაცია მდინარაძეს არ უნდა სცოდნოდა, გარდა იმ შემთხვევისა თუ მათ ორგანიზაციას უსმენენ.
ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ინფორმაციის გაჟონვა თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან და აქტივისტებისგან ხდება და ზემოთ აღნიშნული ფორმით მათ ინფორმაცია მოუპოვებიათ.