წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები - ირაკლი კობახიძე

21 ნოემბერი 2020, 20:14 1542 ნახვა

"ქართულ ოცნებაში" წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი.

"ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, როგორც მოსალოდნელი იყო "ქართული ოცნების" 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი, შესაბამისად მომავალ პარლამენტში ,,ქართული ოცნება'' 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ოპოზიციურ პარტიებს და ბლოკებს შორის მანდატი შემდეგი სახით განაწილდება:

"ნაციონალური მოძრაობა" -  36 მანდატი, "ევროპული საქართველო"- 5 მანდატი, "ლელო" - 4 მანდატი,

"სტრატეგია აღმაშენებელი"- 4 მანდატი,  "პატრიოტთა ალიანსი" - 4 მანდატი, "გირჩი"-4 მანდატი, "ლეიბორისტული პარტია"-1 მანდატი, "მოქალაქეები"-2 მანდატი.

შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ცხრა პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი