ე.წ.-ლი ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ჩვენება თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა მისცა. პროკურატურის ინფორმაციით, წითელაშვილის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2006 წელს ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საკონტროლო გასროლები განახორციელეს გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ტრისტან წითელაშვილი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.