კოვიდუბნები - არჩევნები 2020 მეორე ტური

21 ნოემბერი 2020, 17:37 2058 ნახვა

საარჩევნო უბნებზე რამდენიმე გადასატანი ყუთი უკვე დაბრუნდა.  კოვიდ დადებითი, იზოლაციასა თუ კარანტინში მყოფთა ნაწილმა საკუთარი არჩევანი  გააკეთა, ნაწილმა კი ვერა. კომისიის წევრების თქმით კოვიდ სასტუმროებიდან ინფიცირებული პაციენტები გაწერილი დახვდათ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი კომისიის წევრები აჭარაში სპეციალურ სიაში რეგისტრირებულ ჯამში 1 454 ამომრჩეველთან საღამოს 8 საათამდე უნდა მივიდნენ. აჭარაში სულ 20 ე.წ კოვიდ უბანი და 29 გადასატანი ყუთია. სპეც სიაში  მყოფი ამომრჩეველი მარკირებას არ გადის, ხმის მიცემის პროცესი კი დისტანციის დაცვით ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში