მამაკაცი, რომელიც გუშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა აჭარის მაუწყებელს წერილს უგზავნის 

21 ნოემბერი 2020, 17:18 3996 ნახვა

თავდამსხმელი, რომელიც გუშინ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა წერილს ავრცელებს. 

ბრალდებულმა წერილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ექსკლუზიურად გადაუგზავნა. ლევან ზურაბაშვილი მძევლად აყვანილ პირებს და მათი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის.

"ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც იმყოფებოდა შენობაში და მათ ოჯახის წევრებს, ვინც მიიღო სტრესი და ვინ თუ არა მათ იციან ძალიან კარგად, რომ მე არ მსურდა მათი დაზიანება. ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა. რაც გამოიხატება აზარტული თამაშების აკრძალვასა და მკაცრ რეგულაციებში რაც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს საბანკო სესხებიდან და მაღალი საპროცენტო განაკვეთებისგან. ადამიანები დაიბრუნებენ ნორმალურად ცხოვრების უფლებას.

ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს საშუალება შეიძინონ საჭირო მედიკამენტები ვინაიდან კატასტროფულად მოიმატა ფასებმა და ამის ხარჯზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები.

მე ამ იდეის გამო ვიბრძვი და ვიბრძოლებ სადაც არ უნდა ვიყო, ვინაიდან ეს არის მხოლოდ ჩემი სატკივარი და ყველამ ერთდ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ იზრუნოს ხალხზე.

ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის"- ვკითხულობთ წერილში.

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, გუშინ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი