კოვიდ დადებითი, იზოლაციასა და კარანტინში მყოფი ადამიანები საკუთარ არჩევანს გადასატანი ყუთების მეშვეობით გააკეთებენ. აჭარაში სულ 20 ე.წ კოვიდ უბანი და 29 გადასატანი ყუთია. ამომრჩეველთა რაოდენობა კი 1 454 -ს შეადგენს.სპეც უბნები 2 ოლქში ჩვეულებრივი უბნების მსგავსად დილის 7 საათზე გაიხსნა. საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები შესაბამისი ეკიპირებით, პირბადეებით, ხელთათმანებით დამცავი ფარებით აღჭურვილი საღამოს 8 საათამდე მიუტანენ ამომრჩევლებს გადასატან ყუთს. ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველს მხოლოდ ერთხელ მოუწევს პირბადის ჩამოწევა, აღნიშნული ამომრჩევლები არ გაივლიან მარკირებას. საღამოს 8 საათზე შეწყდება ხმის მიცემის პროცესი და მოხდება ხმების დათვლა.