საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი დასრულდა

18 ნოემბერი 2020, 17:46 1282 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშში-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს. სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან,  საგარეო საქმეთა მინისტრთან და   კათოლიკოს - პატრიარქთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი