ხმაური იყო აჭარის მთავრობასთან. დაპირისპირების დროს 2 მოქალაქე დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობისთვის. დაკავებულებს შორისაა ჯელალ ქიქავა. არასამთავრობო ორგანიზაციების „ალტერნატივასა“ და „იმოქმედეს“ წევრებმა მთავრობის შენობაზე სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცათ. დაპირისპირების დროს დაშავდა 1 მოქალაქე.