პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ პროვოკაციული რიტორიკისგან და შეიმუშაონ კომუნიკაციის ისეთი სტრატეგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ქართულ საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებას. - ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიში. გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მხარეები უნდა მიესალმებოდნენ კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის შესაძლებლობას და ყურადღება უნდა გაამახვილონ მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, მარგინალიზირებული და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების წინაშე არსებული პრობლემების განხილვაზე.