მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 54 მილიონ 889 ათას 579 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან მილიონ 325 ათას 422 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 11 მილიონზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 9 მილიონამდე შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 6 მილიონამდე ინფიცირებულით. გუშინ მსოფლიოში კორონავირუსის 53 მილიონ 92 ათას 733 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 12 ნოემბერს კი კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 52 მილიონ 440 ათას 433-ს აღწევდა.