დაკავება ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე

18 ოქტომბერი 2016, 00:00 2360 ნახვა

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს. მათი დაკავება უშუალოდ კუპიურების გასაღების დროს მოხდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე კატეგორიაში