ბათუმის ნავთობტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ცეცხლი სავარაუდოდ რეზერვუარს უკიდია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.
მოქალაქეებმა ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შენიშნეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ფოტო: ქეთი ხაბაძე